საზოგადოება
15.11.2021 12:40
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა განახლდა, რა ტიპის თანადაფინანსებას მოიცავს პროგრამა
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა განახლდა. ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც სააგენტოსთან, პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული აქვთ თანადაფინანსების ხელშეკრულება, სახელმწიფოს ხელშეწყობით ისარგებლებენ. სიახლე ეხებათ ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებსაც.
„პროგრამა მოიცავს თანადაფინანსებას შემდეგი მიმართულებებით: სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა და სერთიფიცირება; პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურეობა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულება. პროგრამის განხორციელების მიზანი სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროგრამებით გათვალისწინებული დარგისა და მიმართულებების გაძლიერება და მხარდაჭერაა“, -აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები