სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „პედიატრია“ და გააჩნდეს ბოლო 10 წლის მანძილზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ასევე, ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე და ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 470 ლარია. მსურველი განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს.