გორში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი მემორიალური ტურნირი ჩატარდა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელები და სხვა საჩუქრები გადაეცათ. სპორტსმენების გარდა, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების (I საპრიზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.
შეჯიბრში, რომელიც 10 წონით კატეგორიაში გაიმართა, 2002 – 2004 წლებში დაბადებულმა 100-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაიგეგმა და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ცნობილ მწვრთნელს 13 ნოემბერს 76 წელი შეუსრულდებოდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება