საზოგადოება
15.11.2021 10:50
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 820 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 785 911-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 722 399-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 057 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 429 საიდანაც, 6 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი.

კვირის ამბები