საზოგადოება
12.11.2021 14:10
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის შიდა ქართლი მეორე ადგილზეა

იმერეთის შემდეგ, სადაც საქართველოს რეგიონებს შორის ინიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, მეორე ადგილს კვლავ შიდა ქართლი იკავებს.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების 868 ახალი შემთხვევით, პირველ ადგილზეა იმერეთი.

რაც შეეხება დედაქალაქს და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა - 124, ქვემო ქართლი - 321, გურია - 91, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283, კახეთი - 314, მცხეთა-მთიანეთი - 115, სამცხე-ჯავახეთი - 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164 საიდანაც 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 657 პირი.

შეგახსენებთ, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 775 826-ს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 816-მდე გაიზარდა.

კვირის ამბები