ავსტრიას სულ რამდენიმე დღე აშორებს იქამდე, რომ მილიონობით ადამიანს, ვინც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ სრულად არ არის ვაქიცნირებული, „ლოქდაუნი“ დაუწესდეს,- ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არის ვაქცინირებული ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65% და ამ ეტაპზე. ვაქცინაციის ტემპი „სამარცხვინოდ დაბალია“.
„დამატებითი გეგმის მიხედვით, ჩვენ რეალურად მხოლოდ რამდენიმე დღე გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანებისთვის „ლოქდაუნს“ დავაწესებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პირი ვერ შეძლებს სახლიდან გასვლას, თუ ის არ მიდის სამსახურში, პირველადი საჭიროების პროდუქტისა და ნივთების შესაძენად, ან სავარჯიშოდ,“- აღნიშნა კანცლერმა.
ავსტრიის მთავრობის გეგმის თანახმად, როგორც კი რეანიმაციული განყოფილებების საწოლების 30% შეივსება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არ არიან ვაქცინირებული, „ლოქდაუნი“ დაწესდება და გადაადგილება შეეზღუდება. ამჟამად, ქვეყანაში დაკავებულია საწოლების 20%.
სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არის ვაქცინირებული ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65%. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ავსტრიას დასავლეთ ევროპის ქვეყანებს შორის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ლიხტენშტეინის შემდეგ.