გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, მიდინარე სეზონზე პირველ საპრემიერო ჩვენებას გამართავს. 27-28 ნოემბერს მაყურებელი ფლორიან ზელერის ტრილოგიის მეორე ნაწილის სასცენო ვერსიას იხილავს. სპექტაკლი სახელწოდებით - „მამა“ გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის რეჟისორული ნამუშევარია. წარმოდგენა 20:00 საათზე, დიდ სცენაზე გაიმართება.
ბილეთები თეატრის სალაროში და ონლაინ, ვებგვერდზე: www.biletebi.ge უკვე იყიდება.
შეგახსენებთ, ცნობილი ფრანგი მწერლის ნაწარმოების მიხედვით, ტრილოგიის პირველი ნაწილი - „ვაჟიშვილი“, დავით ჩხარტიშვილმა დაახლოებით, ერთი წლის წინ დადგა და ფართო საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ