კულტურა
12.11.2021 11:45
ჯაზბენდ „კანუდოსის“ ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გორის თეატრმა 14 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა
გორის თეატრმა 14 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლი - „ფანჯრებს იქით“ რეპერტუარიდან მოხსნა. როგორც თეატრში განმარტავენ, მიზეზი წარმოდგენაში მონაწილე ჯაზ პროგრესივ ბენდ „კანუდოსის“ ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„14 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლი „ფანჯრებს იქით“ მოიხსნა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მის ნაცვლად, ამ დღეს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იესოს საქმე“. ბილეთები შეგიძლიათ გადაცვალოთ სხვა სპექტაკლის ბილეთებში ან დააბრუნოთ სალაროში“, - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები