საზოგადოება
12.11.2021 11:27
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდვითარება გართულებულია, თუმცა შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

ქვეყანაში ეპიდვითარება სერიოზულად არის გართულებული, თუმცა, ამის მიუხედავად შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  

გამყრელიძის შეფასებით, დღეს ეპიდემიისგან მთავარი დაცვა არის ვაქცინაცია.

„სერიოზულად არის გართულებული ეპიდვითარება. დღესაც 4 445 შემთხვევაა და 77 გარდაცვლილი. ამ ყველაფერს შეაკავებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის პროცესი. არავითარი შეზღუდვა არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ე.წ. მწვანე პასპროტების სისტემა, 200 ლარიანი წახალისება 60 წლის ზემოთ მოხახლეობისთვის. იქნება მოწოდებები და გთხოვთ, მედიასაშუალებებს, რომ სულ იყოს მორბენალი სტრიქონი „აცრა გვიცავს“ და „წავიდეთ ავიცრათ“. ჩვენი სლოგანია დღეს „ვიცრებით ერთმანეთისთვის და საქართველოს სამსახურში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები