კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე მომართვიანობამ მნიშვნელოვნად იკლო და ვფიქრობ, აჟამინდელი რთული სურათის მიზეზიც სწორედ ეს არის, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ანდრია მიზანდარის ინფორმაციით, მძიმე პაციენტების 90% არავაქცინირებულ პირებზე მოდის.
დიდი იმედი გვქონდა, რომ ვაქცინაცია პანდემიის მასშტაბებს შეამცირებდა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აცრაზე მომართვიანობა მკვეთრად შემცირდა. ჩვენს ქსელში, მთლიანობაში, აიცრა 25 000 პირი, განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდებოდა აგვისტო-სექტემბერში და სწორედ ეს გვაიმედებდა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, აცრის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო და ვფიქრობ, აჟამინდელი რთული სურათის მიზეზიც სწორედ ეს არის. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე პაციენტების 90% მოდის არავაქცინირებულ პირებზე“, - განაცხადა ანდრია მიზანდარმა.