საზოგადოება
11.11.2021 11:34
გორის №6 საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - ქალაქ გორის №6 საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 36-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს და წარსადგენ დოკუმენტაციას, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აპლიკანტებმა სამოტივაციო წერილი და შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი; განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში) და ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში http:// teacherjobs. ge/
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 478-524 ლარია. მსურველებმა განაცხადი 19 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ.
კვირის ამბები