საზოგადოება
11.11.2021 11:25
შიდა ქართლში კოვიდ 19-ის 423 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 563 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 771 381-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 744 პირი და მთლიანობაში,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 705 312-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 10 739 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა - 133, იმერეთი - 711, ქვემო ქართლი - 362, შიდა ქართლი - 423, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 311, კახეთი - 448, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 55 304, საიდანაც 6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 676 პირი.

კვირის ამბები