კულტურა
10.11.2021 17:26
გორის მუნიციპალიტეტის მერმა უკრაინაში მიღწეული წარმატებისთვის გ. ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობები დააჯილდოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა გ. ერისთავის სახელობის თეატრის დასს, უკრაინაში, ნიკოლაევის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და სპექტაკლ „შეცვალეს“ მონაწილე მსახიობებს წარმატება მიულოცა და თეატრის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
გორის მუნიციპალიტეტის მერი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით ჩხარტიშვილს საქმიანობის პროცესში მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, ნიკოლაევის საერთაშორისო კონკურს - ფესტივალზე ერისთავის თეატრი სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა:
საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი - სპექტაკლი „შეცვალეს“ რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა მიიღო; საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა ლიკა კევლიშვილი.
ალტერნატიული ჟიურის გადაწყვეტილებით კი, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის განკუთვნილი ჯილდო ქეთი ლუარსაბიშვილმა მიიღო.
კვირის ამბები