საზოგადოება
10.11.2021 15:43
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა
გორის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა. სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350 000 ლარი კი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
შპს „აგროგრუპის“ ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ვაკო მჭედლიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად დაათვალიერა.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 56 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით კი, 15 000 ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი იქნა გაცემული.
 
 
 
 
კვირის ამბები