საზოგადოება
10.11.2021 14:51
ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი ინტერესების გათვალისწინება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - თამაზ შიოშვილი
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისას, ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქცენტი ახალგაზრდების მოთხოვნაზეც გააკეთა და სკვერები და სპორტული მოედნები არაერთ ლოკაციაზე მოაწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის თქმით, ახალგაზრდების ხელშეწყობა ახლადარჩეული მერისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებსა და მოზარდებს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი ძალიან კარგად მუშაობს ჩვენს მუნიციპალიტეტში და გვაძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის მოთხოვნა გავითვალისწინოთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების ინიციატივით, ფაქტობრივად ყველა უბანში და სოფელში გავაკეთეთ სკვერები და სპორტული მოედნები. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა
 
 
 
 
 
 
 
კვირის ამბები