საზოგადოება
10.11.2021 11:04
კოვიდ 19-ის 5 751 ახალი შემთხვევა საქართველოში და 78 გარდაცვლილი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 5 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 766 818-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 10 662 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 55 562, საიდანაც 6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 693 პირი.
კვირის ამბები