საქართველო მუშაობს იმისთვის, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატები მიიღოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, „მერკისა“ და „ფაიზერის“ პრეპარატები ვირუსის დადასტურებიდან მალევე მიღების შემთხვევაში, საკმაოდ მაღალი ეფექტურობისაა.
„ეს ორი მედიკამენტი სხვადასხვა მექანიზმით მოქმედი პრეპარატია, მაგრამ უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედი პრეპარატები, რომლებსაც დაახლოებით ისეთივე მოქმედების მექანიზმი აქვს, რაც გრიპის საწინააღმდეგო პრეპერატ „ტამიფლუს“ სახელწოდებით რაც არის ცნობილი. თუ მიიღებ დაწყებისას, როცა ვირუსი დგინდება 5 დღის განმავლობაში, მაშინ ეფექტი ძალიან დიდია. დაახლოებით 80-დან 90%-მდე ამცირებს დაავადების შემდგომ განვითარებას, გართულებას და სიკვდილიანობას. ბევრი პრეპარატია დღეს სხვადასხვა კვლევის ფაზებში, „მერკმა“ და „ფაიზერმა“ პირველებმა დაასრულეს მესამე ფაზის კვლევები. მალე ისინი ბაზარზე გამოჩნდებიან. გიდასტურებთ, საქართველო მუშაობს, რომ ეს პრეპარატები მიიღოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.