სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას II, V, VI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 250- 300 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 12 ნოემბერს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 15 ნოემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.