საზოგადოება
09.11.2021 11:21
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კოვიდ 19-ის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 6 021 ახალი შემთხვევიდან 511 დადასტურდა შიდა ქართლში.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 536, საიდანაც 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 699 პირი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 75 ადამიანი გარდაიცვალა.

კვირის ამბები