გასულ კვირაში ინფექციის შემთხვევების მატების და აცრების მაჩვენებლის შემცირების ფონზე როგორც ვივარაუდეთ, მკვეთრად იმატა სტაციონარული პაციენტების რაოდენობამ, - ამის შესახებ ,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა. შრუბის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო ქსელის სამივე კოვიდკლინიკის საწოლფონდი სრულადაა ათვისებული.
,,ალბათ გახსოვთ, ვვარაუდობდით, რომ ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნებოდაა, ამის თქმის საფუძველს გვაძლევდა გასულ კვირებში ინფექციის შემთხვევების მატების და აცრების შემცირების მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, ,,გორმედის“ ქსელი სამი კლინიკითაა ჩართული კოვიდის მართვაში და სამივე კლინიკაში - გორშიც, ქარელშიც და ხაშურშიც სრულიად გადატვირთულია საწოლფონდი. პაციენტების სტაციონარში მიღება ხდება გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერის ხარჯზე. შემოდის საკმაოდ მძიმე კონტიგენტი, თერაპიულ განყოფილებაშიც კი უკვე მძიმე პაციენტები შემოდიან, მათი უმრავლესობა არის აუცრელი“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.