საზოგადოება
09.11.2021 09:56
გორში მთელი დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, გვიან საღამოდან კი ტემპერატურის დაცემა და ნალექია ნავარაუდევი

დღეს, 9 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო და მზიანი ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი +23 გრადუსს მიაღწევს.

გვიან საღამოდან მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და ნალექი. ხვალ, 10 ნოემბერს გორში მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა და წვიმაა ნავარაუდევი. მეტეოროლოგების ცნობით, ჰაერი მხოლოდ +10 გრადუსამდე გათბება, გაძლიერდება ქარიც და დაახლოებით 16 საათისთვის, ქარის სიჩქარე 12 მ/წ-ს მიაღწევს.

მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა 11 ნოემბერს და დღისით მხოლოდ +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. პარალელურად, ღამის საათებში ნავარაუდევია ნალექიც თოვლჭყაპის სახით.

12 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს.

კვირის ამბები