საზოგადოება
08.11.2021 19:14
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არა გორის ჰოსპიტალში, არამედ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინა გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა გადმოეყვანათ.

კვირის ამბები