საზოგადოება
08.11.2021 16:49
პაციენტს სხეულის 30%-იანი დამწვრობა აღენიშნება - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

50 წლის მამაკაცს, რომელმაც ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, სხეულის 30%-იანი დაზიანება აღენიშნება, - ამის შესახებ კლინიკა ,,გორმედის“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნიკოლოზ ფერაძის ინფორმაციით, იგეგმება დაშავებულის გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში.

,,გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადიე მიერ პოლიციის თანხლებით შემოყვანილ იქნა მამაკაცი სხეულის დამწვრობით, წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაისხა ბენზინი. პაციენტს აღენიშნება დამწვრობა სახის, ზემო და ქვემო კიდურების მიდამოში, ფასდება დაახლოებით 30% დანწვრობის ხარისხი. დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა და გამოძახებული არის კატასტროფის ბრიგადა და მოხდება პაციენტის გადაყვანა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში - დამწვრობის ცენტრში შემდგომი მკურნალობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ ფერაძემ.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მკურნალობა უტარდებოდა.

კვირის ამბები