საზოგადოება
01.12.2019 15:49
მიშიკო წავიდა, გიტარა აიღო და წავიდა... 1-ლი დეკემბერი მიშიკო კოშკაძის დაბადების დღეა

იშვიათია, კაცს გიტარა, სიმღერა და ღიმილი ისე უხდებოდეს, როგორც გორელ მომღერალს, კოლორიტს, მიშიკო კოშკაძეს უხდებოდა.

 უზომოდ შეყვარებული საქართველოზე და უბრალო ადამიანებზე, კაცობის, ძმობის, სიყვარულის და ღირსების ეტალონი - ასე მოიხსენიებდნენ ყველაზე ხშირად.

2018 წლის 30 ოქტომბერს,  49 წლის ასაკში, კოლორიტი გორელი მუსიკოსი და მომღერალი, მიხეილ კოშკაძე გარდაიცვალა. ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ბარდი არაერთი მუსიკალური კომპოზიციის შემოქმედი გახლდათ. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ყველაზე ახლოს, მომღერლის სულიერ სამყაროსთან გიორგი მახარობლიძის შემოქმედება იდგა. სწორედ ამ გორელი პოეტის ლექსებზე აქვს შექმნილი სიმღერების უმრავლესობა ხელოვანს, იქნებ, გიორგისთან წავიდა...

მიხეილ კოშკაძე 1968 წელს, გორში დაიბადა. ცნობილ ხელოვანს პირველ დეკემბერს 51 წელი შეუსრულდებოდა.

კვირის ამბები