სამართალი
08.11.2021 15:42
მამაკაცს, რომელმაც გორის ცენტრში თავის დაწვა სცადა, თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ

მამაკაცს, რომელმაც გორის ცენტრში თავის დაწვა სცადა, მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება, - ამის შესახება „გორის მაცნეს“ კლინიკა „გორმედში“ განუცხადეს, სადაც დაშავებული შეიყვანეს.

51 წლის მამაკაცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევის შედეგად, მან სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა მიიღო. პაციენტს უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ცოტა ხანში მოხდება მისი გადაყვანა თბილისში, სპეცილიზებულ კლინიკაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაშავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და იგი ამის გამო, სპეციალიზებულ დაწესებულებაშიც გადიოდა მკურნალობას.

კვირის ამბები