საზოგადოება
08.11.2021 14:32
ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი - პრემიერ-მინისტრი

ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდება.

„კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.

ბოლოს მინდა ვთქვა, რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია იცავს სიკვდილისგან, ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულებდან გამოსავალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ყოველი პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.

კვირის ამბები