მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მშობლებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დროს, არ გაუშვან ბავშვი სკოლაში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
რესურსცენტრის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სწავლების დისტანციური მოდელი დღევანდელი მონაცემებით 14 სკოლაში მოქმედებს.
„კორონავირუსის შემთხევების გამოვლენის გამო, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეს კიდევ ხუთ საჯარო სკოლაში ამოქმედდა სწავლების დისტანციური მოდელი. დღევანდელი მონაცემებით, მუნიციპალიტეტში, სულ 14 სკოლაში მოქმედებს ონლაინ სწავლების მოდელი, ესენი გახლავთ: გორის მეორე, მესამე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთორმეტე, სოფელ სვენეთის, ზეღდულეთის, ქვახვრელის, ხელთუბნის, კარალეთის მეორე საჯარო სკოლები, ასევე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია. აქვე განვმარტავ, რომ გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში ონლაინსწავლება ისედაც მოქმედებდა, თუმცა, დღეიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მშობლებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დროს, არ გაუშვან ბავშვი სკოლაში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.