უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის და დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირის სასამართლო პროცესი გორში დღეს გაიმართება.
გორის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 12 ოქტომბერს შეუფარდა.
შეგახსენებთ, მოკლულის ცხედარი მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელთან 7 ოქტომბერს გამორიყა. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გორში, 7 ოქტომბერს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი 10 ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1993 წელს დაბადებული ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.