ეროვნული ლიგა 1–ის წლევანდელი სეზონი დღეს დასრულდება დარჩენილი 2 მატჩით. გორის ,,დილამ“ და კიდევ რამდენიმე გუნდმა გუშინ ითამაშეს და ჩემპიონატის მათი სათამაშო ლიმიტიც ამოწურეს.
ბოლო ტურში ,,დილა“ ,,რუსთავს“ სტუმრობდა. ჩვენს გუნდს განაღდებული ჰქონდა ლიგაში დარჩენის სულ ცოტა ხნის წინათ პრობლემატურად ქცეული საკითხი, რასაც ვერ ვიტყვით ,,რუსთავზე“. ისინი ქულის, ან ქულების მოსაპოვებლად გაცილებით დიდი ენთუზიაზმით იბრძოდნენ.
მატჩის დებიუტმა ,,დილას“ გოლებით ჩაიარა – პირველივე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა ანგარიში, მე–9 წუთზე კი. თენგიზ წიქარიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ტაიმში. ,,დილას“ უკვე აღარ გამოუდია თავი შეტევაში გადასასვლელად, ,,რუსთავმა“ კი. უპირატესობა ხელთ იგდო და თავადაც ორი გოლი გაიტანა. ბურთები გორელთა კარში ფუად ბაირამოვმა და დათა სიჭინავამ შეაგდეს.
საბოლოოდ დაფიქსირდა 2:2 და გორული კლუბისთვის 2019 წლის ეროვნული ლიგის საზავო დასასრული.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება