კულტურა
08.11.2021 11:56
მუსიკოსი თემურ თათარაშვილი გორში შემოქმედებით საღამოს გამართავს
მუსიკოსი თემურ თათარაშვილი, საიუბილეო საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, დღეს, 8 ნოემბერს, გორში მუსიკალურ-შემოქმედებით საღამოს გამართავს. ღონისძიებას 19:00 საათზე გ.ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, მსურველებისთვის დასწრება თავისუფალია.
პროექტი სახელწოდებით -„მე სანამ შენამდე მოვედი“, კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება და გორის მსგავსად, კონცერტების გამართვას საქართველოს სხვა რეგიონებშიც ითვალისწინებს.
რაც შეეხება მომდევნო ლოკაციას, სადაც 12 ნოემბერს მომღერალი საღამოს გამართავს, კასპის კულტურის სახლი იქნება.
კვირის ამბები