საზოგადოება
08.11.2021 11:13
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 21 477 კვლევა ჩატარდა, რის საფუძველზეც კორონავირუსით ინფიცირების 2 191 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 348 პირი კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 10 509 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 678 პირი.

კვირის ამბები