გორში, ,,ქართლის" სტადიონზე, სადაც ამ წუთებში გორის ,,გორი" და ხობის ,,კოლხეთი" ლიგა 3-ის კალენდარულ მატჩს მართავენ, შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა ფლეშმობი გამართეს - სტადიონთან მობილიზებული სამედიცინო ჯგუფის პერსონალს მადლობა გადაუხადეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას გაწეული ღვაწლისთვის, ექიმს კი, სიმბოლურად, ფეხბურთის ბურთი უსახსოვრეს ავტოგრაფების ნაცვლად წარწერებით - ,,მადლობა" და პლაკატით ,,აიცერი", მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.
,,რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ ყველას ვაქცინაციისკენ. გადარჩენის ერთადაერთი გზა არის მსოფლიო თუ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება - აცრა, პირბადე და დისტანცია. ლიგა-3 ძალზე დავიჩაგრეთ, შეხვედრები მაყურებლის გარეშე ტარდება, ფეხბურთი კი მაყურებლის გარეშე ფეხბურთი არ არის. ევროპის არაერთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულზეა, სტადიონები სავსეა მაყურებლით, გვინდა, რომ იგივე მდგომარეობა იყოს ჩვენთანაც. ასევე, გორის ,,გორის" და ხობის ,,კოლხეთის" ფეხბურთელებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს სამედიცინო სექტორში დასაქმებულ პერსონალს, ექიმებს", - განაცხადა საფეხბურთო კლუბ ,,გორის" დირექტორმა გია ისიანმა.