საზოგადოება
05.11.2021 16:21
სამედიცინო ქსელ „გორმედში“ ვაკანსიაა

სამედიცინო ქსელ „გორმედის“ გორის კლინიკაში სანიტრის პოზიციაზე ვაკანსიაა, - შესაბამისი ინფორმაცია სამედიცინო ქსელის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კლინიკა ასევე აცხადებს ვაკანსიას „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში რეგისტრატორის (დღის) პოზიციაზეც.

როგორც „გორმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - hrgormedi@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ხაშურის ვაკანსიასთან დაკავშირებით დაუკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე - 599 19 20 67; გორის კლინიკაში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კი - 598 92 79 92.

კვირის ამბები