დღევანდელი მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გორის მუნიციპალიტეტის 9 სკოლა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ვერიკო მღებრიშილმა განუცხადა.
მღებრიშვილის ინფორმაციით, ვირუსი გამოვლინდა ზეღდულეთის საჯარო სკოლაშიც და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან.
„დღევანდელი მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გორის მუნიციპალიტეტის 9 სკოლა, მათ შორის - გორის მეორე, მესამე, მეცხრე, მეათე, მეთორმეტე, ხელთუბნის, ქვახვრელის, კარალეთის მეორე საჯარო სკოლები და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია. ასევე, ვირუსი გამოვლინდა ზეღდულეთის საჯარო სკოლაშიც და ველოდებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას“, - განაცხადა „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ვერიკო მღებრიშილმა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას გორის მუნიციპალიტეტის 15 სხვადასხვა სკოლის 56 კლასი.