სპორტი
01.12.2019 15:46
,,ჯიქმა" ,,ლოკომოტივი" შესვენების შემდეგ გატეხა

გორის ,,ჯიქმა“ დიდი 10–ს მორიგი ტურის მატჩი სტუმრად თბილისის ,,ლოკომოტივი“ დაამარცხა 32:26.

გორელებმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს. პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე კი, გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 13:13.

ჯიქმა სულ 4 ლელო გაუტანა მოწინააღმდეგეს, რომლიდანაც პირველი – პირველ ტაიმში დიტო კალანდაძემ დადო ,,ლოკომოტივის“ ჩათვლის მოედანში, მეორე ტაიმში კი, გიორგი ბეგაძემ, დევი დევსურაშვილმა და დაჩი კოპაძემაც შეძლეს იგივეს გაკეთება.

ოთხიდან სამი ლელოს შემდეგ, რეზი ჯინჭველაშვილმა ორჯერ და ერთხელაც ბექა წიკლაურმა ზუსტად დაარტყეს გარდასახვა. გარდა ამისა, რეზი ჯინჭველაშვილმა 2 ჯარიმაც შეასრულა ზუსტად. საბოლოოდ, ჯიქმა 32 ქულა დააგროვა, ,,ლოკომოტივმა“ მხოლოდ 26 და გამარჯვება გორელებს დარჩათ.

ახლა ,,ჯიქი“ სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.

გორელები მომდევნო მატჩს შინ გამართავენ. ჩვენი ქალაქის რაგბის არენაზე 13 დეკემბერს 17 საათზე ისინი ,,არმაზს“ დაუპირისპირდებიან.

კვირის ამბები