საზოგადოება
05.11.2021 11:15
შიდა ქართლში Covid 19-ით ინფიცირების 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ-19-ის 5 340 ახალი შემთხვევიდან, შიდა ქართლში ვირუსით ინფიცირების 446 ფაქტი დადასტურდა.  

რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა - 217, იმერეთი - 1 059, ქვემო ქართლი - 413, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 492, მცხეთა-მთიანეთი - 109, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 51 266 საიდანაც 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 645 პირი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 55 301 კვლევა ჩატარდა და ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კვირის ამბები