საზოგადოება
05.11.2021 11:04
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. როგორც სააგენტოს გამწვანების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს წვერ-ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების გადაბელვა, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ხმელი ხეების მოჭრა, სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში ბალახის თიბვა და ნარგავების მორწყვა მიმდინარეობს, ასევე საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია ხე-მცენარეების დარგვაც.
სეზონური სამუშაოების პარალელურად, კეთილმოწყობის სამსახური ასევე ახორციელებს გარეგანათების მონტაჟის სამუშაოებსაც. კერძოდ, გარეგანათების ნათურები შეიცვალა გორში ჭავჭავაძის და სტალინის ქუჩებზე არსებულ ლამპიონებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე ძველი ეკო ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.
კვირის ამბები