საზოგადოება
05.11.2021 10:49
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 62 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 55 301 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 743 511 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი და კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 300-მდე გაიზარდა.

კვირის ამბები