პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც არის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8.6%, - ამის შესახებ დაავადეთა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.
ინფიცირების 7338 შემთხვევეიდან გარდაიცვალა 17 ორსული, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული.
რაც შეეხება პანდემიის პერიოდის ორი წლის სტატისტიკას, 2020 წელს გარდაიცვალა 1 ინფიცირებული ორსული, 2021 წელს კი 16 ორსულის გარდაცვალება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ორსულებში ინფიცირების შემთხვევებს რეგიონების მიხედვით, დადასტურებულ შემთხვევათა წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
დაავადეთა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.