ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
„ჯანდაცვის სამინისტროს IT სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და როგორც ვიცი, დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მოხდეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრილი პირების QR კოდებს ამ დრომდე, ევროკავშირის ქვეყნებში არაღიარებენ და მოგზაურობის მსურველებს, დოკუმენტის დამოწმება უწევთ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში