სამართალი
29.11.2019 16:25
ავტობანზე ერთმანეთს 3 მანქანა - ტრაილერი, მსუბუქი ავტომანქანა და პიკაპი შეეჯახა

თბილისი-სენაკი -ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე, სოფელ რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საავტომობილო მაგისტრალზე ერთმანეთს 3 სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, მსუბუქი ავტომანქანა და პიკაპი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმ ასლან ასლანიშვილის განცხადებით, პაციენტს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ავარიის გამომწვევ მიზეზს, თვითმხილველთა თქმით, ტრაილერის მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რაც, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება გამოძიებას და შემთხვევის ოფიციალურ ვერსიას,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.

კვირის ამბები