საზოგადოება
04.11.2021 16:03
როდის მოხდება ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება - ამირან გამყრელიძის განმარტება
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
„ჯანდაცვის სამინისტროს IT სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და როგორც ვიცი, დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მოხდეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრილი პირების QR კოდებს ამ დრომდე ევროკავშირის ქვეყნებში არ აღიარებენ და მოგზაურობის მსურველებს დოკუმენტის დამოწმება უწევთ.
კვირის ამბები