საზოგადოება
04.11.2021 15:53
რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, კვლავ გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი - თამარ გაბუნია

შესაძლებელია, კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორი, მათ შორის გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანადცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

,,ეპიდემიური მდგომარეობა რთულია, 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის 1 640 პაციენტი არის მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 არის რეანიმაციაში. ფუნქციონირებს კოვიდსასტუმროებიც, 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და ასევე დამატებით გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 10 238 პაციენტი.

კვირის ამბები