საზოგადოება
04.11.2021 15:38
თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება, ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება - პაატა იმნაძე

ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება კორონავირუსი, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება, ამის მიზეზი არის აცრების ასეთი ტემპი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს, ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება. ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. ეს დიდი განსხვავებაა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 238-მდე გაიზარდა.

კვირის ამბები