საზოგადოება
04.11.2021 15:14
მოვუწოდებთ ყველას გრიპის საწინააღმდეგო აცრების აქტიურად გაკეთებისკენ - ამირან გამყრელიძე
რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ​ მოუწოდებს.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მხრივ ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, ნოემბერ-დეკემბერი კი, უფრო რთული სიტუაციის მოლოდინია, რადგან ამ დროს აქტიურდება სხვა რესპირაციული ინფექციები.

„სამწუხაროდ, შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. როგორც ყოველდღიური, ისე კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებლით დაახლოებით იმ დონეზე ვართ, როგორც აგვისტოს პიკზე ვიყავით. ეს გასაკვირი არც არის, მობილობა ქვეყანაში ყოველმხრივ ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ისევ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ისევ ბევრია სხვადასხვა მიზეზით თავშეყრა, მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ყველაფერი ეს კი, ხელს უწყობს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ნოემბერ-დეკემბერი საკმოდ რთული იქნება, რადგან ამ დროს აქტიურდება სხვა რესპირაციული ინფექციები. ჯერჯერობით გრიპი არ ცირკულირებს ქვეყანაში, გვაქვს მუდმივი მონიტორინგი. არის სხვა რესპირაციული ვირუსები, რომელიც ცირკულირებს, მაგრამ გრიპი ჯერ არ არის. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გრიპის საწინააღმდეგო აცრების აქტიურად გაკეთებისკენ. გრიპის ვაქცინით დღეისათვის 26 000 ადამიანია აცრილი, 200 000 დოზა განაწილებულია და ვისაც სახელმწიფოს ხარჯზე ეკუთვნის, რისკ ჯგუფები ვინც არიან, აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგო აცრა, რათა ზედდება არ გვქონდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები