საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოს უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონი უმასპინძლებს, მატჩი 18:00 საათზეა ჩანიშნული.
ბილეთების საკითხთან დაკავშირებით გეტყვით, რომ „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის, როდის, სად, ან რა რაოდენობის ბილეთი გაიყიდება. აქვე გეტყვით, რომ გაუარესებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის საკითხს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, მატჩზე უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი წესები მოქმედებს და შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. როგორც ცნობილია, მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა 7 ნოემბრის ჩათვლითა, შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.