საქართველოში დღეს გამოვლენილი 5 206 ახალი შემთხვევიდან, შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 428 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა - 193, იმერეთი - 979, ქვემო ქართლი - 360, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 530, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში ვირუსული ინფექციის 36 შემთხვევაა გამოვლენილი.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 49 619 საიდანაც 6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 640 პირი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 238-მდე გაიზარდა.