საზოგადოება
04.11.2021 10:54
საქართველოში კოვიდ-19-ის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 48 615 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი და კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 238-მდე გაიზარდა.

კვირის ამბები