საზოგადოება
03.11.2021 16:31
ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოსახლეობამ უნდა აღასრულოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს.

„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით მუშაობა მიმდინარეობს „მწვანე პასპორტის“ შემოღების მიმართულებით, რომელიც ეპიდ.უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მექანიზმს წარმოადგენს.

კვირის ამბები