თბილისში, „ბენდელას“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, გორის „გორმა“ მასპინძელი გუნდი დამატებით დროში გატანილი გოლით დაამარცხა.
საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „საბურთალო 2“-თან შეხვედრა გორელებისთვის მეტად პრინციპული იყო და მიღებული 3 ქულით ჩვენი ქალაქის გუნდი სატურნირო ცხრილში, 31 ქულით, მეოთხე ადგილს იკავებს.
მატჩის სტარტზევე ნოდარ ბარამიძემ ანგარიში გახსნა და გორელები წინ გაიყვანა. თუმცა, მასპინძელი გუნდი ამით არ გატყდა და მალევე ჯერ ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ, უკვე ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ერთბურთიანი სხვაობით წინაც გავიდნენ.
მე-2 ტაიმში დავით შუბითიძემ მცირედი ცვლილებები შეიტანა გუნდის სათამაშო სქემაში. რამაც შედეგი გამოიღო და ანგარიშიც 68 წუთზე, ოთარ ანანიაშვილის გატანილი გოლით გათანაბრდა. მატჩის ბოლო წამებზე საქმეში ისმაილ ანკობო ჩაერთო და და 94-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის საბოლოო შედეგიც დადო - 2:3.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, გორის „გორის“ ლიგა 3-ის გათამაშების მომდევნო მატჩს კოლხეთის ხობის წინააღმდეგ შინ გამართავს, შეხვედრა 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქართლის სტადიონზეა ჩანიშნული.